Menu

Content

FAQs - ეს საინტერესოა

თბოეფექტურობა გულისხმობს ნაკლები ენერგიისა და საწვავის გამოყენებით იგივე ან უკეთესი პირობებისა და მეტი კომფორტის შექმნას. მაგალითად,

• ახალი ტიპის, თბოიზოლაციური ბუხრები ნაკლებ საწვავს მოიხმარენ და მეტ სითბოს გამოსცემენ სივრცეში

• კომპაქტური ფლუროსცენტული ნათურა (CFL) ჩვეულებრივ, ვარვარების ნათურასთან შედარებით 85%-ით ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს იმავე ოდენობის სინათლის მისაღებად

• ძველი (10-წელი და მეტი) პურის წარმოების ხაზის ახლით ჩანაცვლება ენერგიის მოხმარებას 30%-ით ამცირებს

რატომ არის ენერგოეფექტურობა მნიშვნელოვანი?

ენერგოეფექტურობა დღითიდღე უფრო აქტუალური ხდება. ეს გამოწვეულია საწვავსა ენერგორესურსებზე მზარდი ფასებით, მათ იმპორტზე დამოკიდებულებითა და ეკოლოგიური პირობებით.

• თბოეფექტური ბუხარი მინიმუმ 3-ჯერ ნაკლებ საწვავს მოიხმარს ტრადიციულ ძველ ბუხრებთან შედარებით.

• ენერგოეფექტური ნათურა მინიმუმ 4-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს ტრადიციული ვარვარების ნათურასთან შედარებით

• კედლების, სახურავის თბოიზოლაციით და ერთმაგი შემინვის ფანჯრების ჩანაცვლებით ორმაგი მინა პაკეტით შესაძლებელია გათბობის ხარჯების შემცირება 50%–ით

წვა სათბობის წვადი მასის ნამწვ პროდუქტებად გარდაქმნის რთული ფიზიკურ-ქიმიური პროცესია ანუ წვადი გაზების ჟანგბადთან ურთიერთქმედების პროცესი, რომელიც მაღალ ტემპერატურაზე მიმდინარეობს. წვადი გაზების და ჟანგბადის ანუ წვადი ნარევის ნამწვ პროდუქტებად გარდაქმნის შედეგად გამოიყოფა დიდი რაოდენობით სითბური ენერგია (სითბო).

მყარი და თხევადი სათბობის დაწვისას წვადი ნივთიერებები იჟანგება და წარმოქმნის სხვადასხვა ჟანგეულს. ნახშირბადის (C), წყალბადის (H) და გოგირდის (S) წვის რეაქციის. წვადი ნივთიერებები სრულად იჟანგება და წარმოქმნის დაჟანგვის მაღალი ხარისხის მქონე ჟანგეულებს.

როგორც ცნობილია, ჰაერი შეიცავს მისი მოცულობის 21%ჟანგბადს, ჰაერის სრული წვისათვის წვის კამერაში (საცეცხლურში), საჭიროა ჰაერის დამატებითი რაოდენობა, ჰაერის სიჭარბის კოეფიციენტი კი დამოკიდებულია დასაწვავი სათბობის სახეზე, მის ხარისხზე, სათბობის მომზადების ხარისხსა და პარამეტრებზე, სათბობის წვის მეთოდსა და საცეცხლურის კონსტრუქციაზე.

სათბობის თბოგენერატორები (ღუმლები) დიდი ხნის განმავლობაში იქმნებოდა და მათი დანიშნულება იყო მყარი სათბობის დაწვა. ყველა თბოგენერატორში მყარი სათბობი(შეშა, სხვადასხვა სახის ნახშირი, ანთრაციტი, კოქსი და სხვა)იწვის ცეცხლრიკზე შრისებრი მეთოდით − პერიოდული ჩატვირთვით და ცეცხლრიკის პერიოდული წმენდით. მყარი სათბობის წვა რამდენიმე სტადიად მიმდინარეობს:

სათბობის შეთბობა, შეშრობა, აქროლადების გამოხდა და კოქსის წარმოქმნა, აქროლადების და კოქსის დაწვა. ყველა ამ სტადიიდან განმსაზღვრელია კოქსოვანი ნარჩენის წვა, ე.ი. ნახშირბადის წვა, რომელიც მთლიანობაში განსაზღვრავს სათბობის წვას და მის გაზიფიკაციას.

მყარი სათბობის დაწვის ტექნოლოგიის დამუშავებისას ძირითადია ნახშირბადის წვის პროცესის ოპტიმალური პირობების შექმნა. ზოგიერთ შემთხვევაში, წვის პროცესის განმსაზღვრელი შეიძლება აღმოჩნდეს მეორეხარისხოვანი მოსამზადებელი სტადიები. მაგალითად, ძალიან დატენიანებული სათბობის დაწვისას განმსაზღვრელია სათბობის შეშრობის სტადია. ამ დროს უმჯობესია სათბობის დაწვამდე მისი შეშრობა საცეცხლურიდან აღებული გაზების ხარჯზე.

თუ თქვენ გაქვთ აგარაკი ან დიდი ფართობის სახლი ქალაქში აუცილებლად დადგებით გადაწყვეტილების წინაშე, როგორ მოაწყოთ თქვენი სახლი. ეს კი არც თუ ისე მარტივია. განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება გათბობას და ბუხრების არჩევანიც საკმაოდ დიდია.. საბედნიეროდ, არსებობს ეფექტური მეთოდები როგორ შევქმნათ სახლში სიმყუდროვე და კომფორტი ერთად. და მაინც როგორ ავარჩიოთ ბუხარი.

დიზაინი - ბუხრების არჩევანი საკმაოდ დიდია. შესაბამისად დიზაინი შეგვიზლია განვსაზღვროთ იმის მიხედვით თუ რა სტილშია გადაწყვეტილი თქვენი სახლი. Buxari.ge გთავაზობთ ტრადიციულ ჩაშენებულ თუ მოდერნის სტილის როგორც ჩაშენებულ , ისე ცალკე მდგომ ბუხრებს.

მეორე პარამეტრი, ძალა , რომელიც საჭიროა თქვენი სახლის გასათბობად. იმისათვის, რომ გამოვთვალოთ საჭირო ძალა, აუცილებელია გავითვალისწინოთ რამდენიმე პარამეტრი. სახლის ფართობი, ჭერის სიმაღლე, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია - თბოიზოლაციის ხარისხი. თუ სახლი ან ბინა არ არის საკმარისი იზოლირებული, ბუხარიც უნდა იყოს უფრო მძლავრი და მოცულობითი. აუცილებელია გამომუშავებადი სითბოს სახით არსებობდეს ეგრეთწოდებული რეზერვი.

ბუხრის არჩევისას მნიშვნელოვანია, არა მარტო მისი მოცულობა და გაბარიტები, არამედ ფორმაც. მაგალითად ფართობის დაზოგვის მიზნით მიღებულია ეგრეთწოდებული კუთხის ბუხრების გამოყენება, რომელიც „მკვდარ კუთხეს" დატვირთვას სძენს და არ იკავებს სხვა საჭირო ფართობს სახლში.

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ბუხრის მონტაჟის "უნივერსალური" ფორმა, როცა მას ამონტაჟებთ დიდი სივრცის პირობებში, ფართო კედელზე საკვამურთან ახლოს, თუმცა უმჯობესი იქნება ბუხრის ადგილი მისი ფორმიდან და შინაარსიდან გამომდინარე შეარჩიოთ. გაითვალისწინეთ ბუხრის გეომეტრია, წონა, სტილი და ღუმელის მახასიათებლები .

იატაკი - თუ ოთახში არის გამძლე და ქვის ფილებით მოპირკეტებული ბეტონის იატაკი, მაშინ დამატებითი სამუშაო საჭირო აღარ გახდება , მაგრამ იმ შემთხვევაში თუ იატაკი ხის ან მისი მსგავსი მასალითაა წარმოდგენილი, აუცილებელი გახდება ბუხრის მიმდებარე ადგილის მეტლახით, გრანიტით მოპირკეთება. წინააღმდეგ შეთხვევაში დროთა განმავლობაში ხის მასალისაგან დამზადებული იატაკი მწყობრიდან გამოვა.

კედელი , რომელზედაც ბუხარი უნდა დამაგრდეს უმჯობესია მყარი არააალებადი მასალისაგან იყოს დამზადებული, თუმცა ესეც მხოლოდ ბუხრის კონკრეტული მოდელის მახასიათებლებზეა დამოკიდებული.კედლის ზომა და ფორმაც ბუხრის მოდელზეა დამოკიდებული. საყრდენი კედელი შესალებელია გამოდგეს ერთგვარი აგურის ჭისებრი ფორმის საკვამურის საყრდენადაც. უმთსავრესი კი ისაა, რომ ღუმელისა და საკვამურის მიერთება ელასტიური ფორმით იყოს შესრულებული, ბუხრის მაქსიმალური ჰერმეტულობის დასაცავად. ასევე მნიშვნელოვანია საკვამურისა და ჭერის გადაკვეთის წერტილებიც.

დაიმახსოვრეთ ბუხრის სავენტილაციო ცხაურები ჭერიდან 40 სმ ზე მეტით უნდა იყოს დაცილებული ჭერიდან.

ინოვაციური ტექნოლოგიები და სერვისი

მისამართი:

ქ.თბილისი კ. ჩაჩავას ქ. N:8
ტელ: (+32) 2140888
მობ: (+995) 99512442 ; (+995) 551333333
E-mail: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.